სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება -,,იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო“



პროექტის თემა - გ. ტაბიძის ,,წამყე ბეთანიისაკენ!,,

პროექტის აქტუალობა-მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ პროექტის თემას. მასში მოსწავლეთა ჩართვა ხელს უწყობს მათი აქტუალობის გაძლიერებას. ისინი აგროვებენ მასალას გ. ტაბიძის ცხოვრებიდან, აკვირდებიან რა ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში მამულის სიყვარულს, სიძველეებისა და ტრადიციებისადმი პოეტის დამოკიდებულებას. ეს ხელს უწყობს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ -ჩვევების დაუფლებაში. ყურადღებას ვამახვილებინებ პრობლემებსა და ღირებულებებზე, ვაკავშირებ თანადროულობასთან და ვაკეთებინებ დასკვნას პროექტმა რამდენად შეუწყო ხელი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

პროექტის მიზნები-განვსაზღვრავთ მთავარ მიზანს, რომელსაც ისახავს ეს პროექტი. რა არის მამული, ამის შემეცნებისა და მისი სიყვარულის გაღრმავებას. გალაკტიონის შეფარული განცდების ამოცნობა. პოეტის ოცნებაა მოსწყდეს დაკნინებული ქვეყნის ფესვებს. ორბელიანთა და ირაკლის სამოსახლოს დაეძებს ბეთანიისკენ მიმავალი და გულათრთოლებული მოელის ოცნების ახდენას, რომ გზა ტაძარში მიიყვანს და იპოვის   ნაშთს ძველი დიდებისა. ისინი კონკრეტული მაგალითების მოყვანით ასაბუთებენ თავიანთ დამოკიდებულებას მამულისა და სიძველეებისადმი.
უვითარდებათ მაძიებლის უნარი, ცდილობენ  უფრო გაამრავალფეროვნონ შერჩეული თემა სხვადასხვა პოეტთა და პროზაიკოსთა ნააზრევით. მოიძიონ მასალა ბეთანიის ტაძართან დაკავშირებით.

მოსწავლეთა ასაკი -10-11 წელი.

ვადების ხანგრძლივობა - 3 დღე.

მოსალოდნელი შედეგები - ელექტრონული პრეზენტაციის შექმნა ლექსის გარშემო,  პროექტის მუსიკალური გაფორმება, ნახატების გამოფენა.

პროექტისათვის საჭირო რესურსები -გ. ტაბიძის ლექსი, თეთრი ფურცლები, მარკერი, სახატავი ფურცლები.
ტექნიკური რესურსი- კომპიუტერი, ინტერნეტი.

სასწავლო პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1. თემის წარდგენა და შერჩევა.
მხატვრულად წავიკითხე გ. ტაბიძის რამდენიმე ლექსი, მაგრამ ყველაზე მეტი ინტერესი  გამოხატეს ლექსის ,,წამყე ბეთანიისაკენ,, მიმართ.
აქტივობა 2. შევარჩიეთ თემა და შესაბამისი შეკითხვები.
1. საით და რატომ მიუწევს პოეტს  ამ ადგილებისკენ გული? 
2. როგორ ადგილს ეძებს პოეტი? რატომ? 


3.თქვენი აზრით, წარსულისკენ მიბრუნებას , წარსულის არდავიწყებას, რა მნიშვნელობა ენიჭება? 
4. რა დატვირთვა  აქვს წარსულის  გახსენებას ამ ლექსში? 
5. რა განწყობილებას გიქმნით ეს ლექსი? რა გრძნობა იკითხება  მასში?
ვცდილობ რაღაც  გარკვეული წარმოდგენა  შევუქმნა ბეთანიის ტაძართან მიმართებაში. ვაანალიზებ ფრაზებს  ტექსტიდან ,,სადღაცა, ახლომახლო,,-ლირიკული საბურველია , რომლის  მიღმიდანაც  თვითონ ბეთანიის ტაძარი  შემოგვაშუქებს., ოღონდ ეს მაშინ , ჩვენც თუ იმ განცდით  ატანილნი  ავყვებით ცაცხვებითა და მუხებით, ვარდითა და იით გამშვენებულ გზას, ორბელიანთა კვალზე დავდგებით... მათ ძვალშესალაგად ბეთანია ქცეულა.

აქტივობა 3. ჩამოვაყალიბეთ საპროექტო ჯგუფი. თითოეულ მოსწავლეს  მიზნობრივად გავუნაწილე  მასალა ტექსტიდან. იოსები და თედო იმუშავებენ  ტექსტში გამოყენებულ მხატვრულ საშუალებებზე. ხატია, მამუკა და თამუნა  დააკვირდებიან ენობრივ  მასალას, მარი, ანა, ნიკა და ავთო პარალელებს გაავლებენ გრ. ორბელიანის  ლექსთან ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში,,.
მთელი კლასი მოიძიებს კომპიუტერში ბეთანიის ტაძარში არსებულ თამარის ფრესკას.

აქტივობა 4. პროექტის პრეზენტაცია.
კლასში ისტორიის, მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლებთან ერთად მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსი, საპროექტო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა მათ მიერ  მოძიებული მასალა, შესაბამისი ფოტოებით.
აქტივობა 5. შევადგინეთ პროექტის შემაჯამებელი შეფასების სქემა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული

პროექტის ხელმძღვანელი: ლიანა კუტუბიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lianakutubidze@gmail.com